სახალისო


1. საავადმყოფოში თეთრხალათიან მამაკაცთან ქალბატონი მიდის და ეკითხება: “ექიმო, თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით?” “არა, მაგრამ ნახვა შემიძლია”

2. ადამიანის ორგანოები თათბირობენ. დღის წესრიგშია, ვინ გაუშვან პენსიაზე. პირველად ფეხზე თირკმელები წამოდგნენ: “ბატონებო, პენსიაზე ჩვენ გაგვიშვით, ძალიან დავიღალეთ”. დანარჩენმა ორგანოებმა მათი წინადადება გააპროტესტეს: “თქვენ ვერ გაგიშვებთ, უთქვენოდ არსებობა არ შეგვიძლია”. ახლა ფეხზე გული წამოდგა: “უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მუშაობა ძალიან მიჭირს. მოდი, მე გამიშვით პენსიაზე”. დანარჩენები: “არა, უშენოდ დავიხოცებით”. ასე სათითაოდ ყველა ორგანო – ხელები, ფეხები, კუჭი, ღვიძლი, ტვინი – წამოდგა ფეხზე, მაგრამ ყველას წინადადება პენსიაზე გასვლის შესახებ სხვადასხვა საბაბით უარყოფილ იქნა. მოულოდნელად შორეული კუთხიდან ხმა მოისმა: “მეგობრებო, გამიშვით პენსიაზე, უკვე აღარ შემიძლია”. “რომელი ხარ შენ? – იკითხა ტვინმა, – ფეხზე წამოდექი”. “ე-ეჰ, წამოდგომა რომ შემეძლოს, პენსიას არ მოვითხოვდი”.

3. ექიმის კაბინეტში საშინლად მთვრალი პაციენტი შევიდა. ექიმმა სათვალის ზემოდან გადმოხედა და უთხრა: “აი, სმის კიდევ ერთი მოყვარული მობრძანდა”. “შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ, ექიმო?! მე მოყვარული კი არა, პროფესიონალი ვარ!!!”

4. “ექიმო, თქვენ ხომ შემპირდით, რომ ჩემს ქმარს განკურნავდით?! მეუბნებოდით, მკურნალობა შესანიშნავად მიდისო, ის კი მოკვდა!” “მართალია, გენაცვალე. იგი სავსებით გამოჯანმრთელებული გარდაიცვალა”.

5. პაციენტი წინა დღის ნაქეიფარ ფსიქიატრთან: “ექიმო, მე ღორი ვარ”. “ხდება ხოლმე… არც მე ვარ, ასე ვთქვათ, ბედის საჩუქარი…” “არა, ექიმო, თქვენ ვერ გამიგეთ, მე ნამდვილი ღორი ვარ! ვღრუტუნებ, ტალახში ვწვები, ტანს ღობეზე ვიფხან… ექიმო, ხომ მიმკურნალებთ?” “რისთვის? – ხანმოკლე პაუზის შემდეგ ამბობს ექიმი, – თქვენ სავსებით ჯანმრთელი ბრძანდებით. ჯობს, კარგად გკვებოთ. ახალ წლამდე…”

7. ხანდაზმული მამაკაცი ახალგაზრდა ქალზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ მეუღლე სამშობიაროში მოსალოგინებლად მიიყვანა. ”ყოჩაღ!!!” – შეაქო ექიმმა. ”მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!” – ამაყად უპასუხა მამაკაცმა. ერთი წლის შემდეგ მან ისევ მიიყვანა ცოლი სამშობიაროში. ”მოხუცო, ნამდვილი კაზანოვა ხარ!” – გაუკვირდა ექიმს. ”მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!” – ამაყად უპასუხა მოხუცმა. ერთი წლის შემდეგ ქალმა ისევ იმშობიარა. ექიმმა კი ქმარს უთხრა: ”ბაბუ, დროა მოტორში ზეთი გამოცვალო – შავკანიანი ბავშვი გაჩნდა!..”

8. ფსიქოთერაპევტთან პაციენტი მივიდა, ტახტზე წამოწვა და… ხმას არ იღებს. ექიმი მოთმინებით ელოდება. ერთი საათის შემდეგ მამაკაცი წამოდგა, მაგიდაზე საჭირო თანხა დადო, ექიმს დაემშვიდობა და წავიდა. მეორე დღეს იგივე განმეორდა… ერთი კვირის შემდეგ ფსიქოთერაპევტმა მდუმარე სეანსებს ვეღარ გაუძლო და მამაკაცს ჰკითხა: – იქნებ მომიყვეთ, რა გაწუხებთ? – ცოლი, ექიმო! ენას წუთითაც არ აჩერებს. აქ კი, თქვენთან, ისეთი სიწყნარეა…


9. რას არ ჩაადენინებს კაცს ალკოჰოლი… ახალი წელია, ღამის სამი საათი. სიმთვრალემ პიკს მიაღწია. ერთ-ერთმა სტუმარმა სახლში წასვლა აიკვიატა. მეგობარმა მისი გაცილება გადაწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამცილებელი დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა – მეგობარი ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და სახლისკენ გაამგზავრა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ “გამგზავრებულმა” კარზე დააკაკუნა… როგორც ჯვარედინი დაკითხვის შედეგად გაირკვა, ის ლიფტში (!) ჩაუსვამთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯერ სარდაფში უბორიალია, მერე კი მეთერთმეტე სართულზე ფეხით ამოსულა. ერთადერთი კითხვაღა დარჩა პასუხგაუცემელი: ვის გადაუხადეს ფული?

10. ცნობილი ნევროლოგის კაბინეტის კარზე განცხადებაა გამოკრული: ”მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ურიგოდ შესვლას კაბინეტში სიტყვებით: ”მხოლოდ ერთ შეკითხვა მაქვს!”, ”ანალიზის პასუხი მინდა ვაჩვენო!” – ადგილზე იქნებიან ლიკვიდირებულნი მორიგე სანიტარის მიერ.

11. დამწყებმა ექიმმა უფროს კოლეგას სთხოვა, ჩემი ერთი პაციენტი მძიმე მდომარეობაშია და იქნებ როგორმე ყველაფერი რბილად აუხსნაო. უფროსი კოლეგა დახმარებას დაჰპირდა. მეორე დღეს პალატების შემოვლის დროს მძიმე ავადმყოფს მიუახლოვდა და ჰკითხა: ”მითხარით, იმ ქვეყნად ნათესავები გყავთ?” ”დიახ, ექიმო, რატომ მეკითხებით?” ”იცით, ვიზა გამოგიგზავნეს…”

12. მამაკაცს, რომელსაც ბუასილი აწუხებდა, ექიმმა ალკოჰოლის მიღება აუკრძალა. პაციენტი შეწუხდა: – მეგობრებს რა ვუთხრა, რატომ არ ვსვამო? – შენც ადექი და უთხარი, რომ გული გაწუხებსო, – დაარიგა ექიმმა. რამდენიმე დღის შემდეგ ზემოხსენებული პაციენტი სუფრასთან მოხვდა. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ თამადამ შეამჩნია, რომ ის ჭიქას პირს არ აკარებდა და შენიშვნა მისცა. – გული მაწუხებს, ჩემო ბატონო, – თავი იმართლა დატუქსულმა. – გეტყობა, გულიანი ადამიანი ხარ და ამიტომაც გული გაწუხებს, ზოგიერთებივით ბუასილი კი არა…

13. გადაუდებელი დახმარების ცენტრში ტელეფონის ზარი გაისმა: – მიშველეთ! ჩემმა შვილმა ჭიანჭველები გადაყლაპა! – არ ინერვიულოთ, ქალბატონო. ეს საშიში არ არის, კუჭი მათ ადვილად მოინელებს. ყველაზე დიდი უსიამოვნება, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ ბავშვს კუჭი აეშლება. ყოველი შემთხვევისთვის ერთი ჭიქა რძე დაალევინეთ. – მართლა? მე კი ჭიანჭველების შხამი მივეცი… – ახლავე გამოვდივართ!!!

14. პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევისთვის სატუსაღოდან კლინიკაში ქალები მოიყვანეს. ექიმი ერთ-ერთ მათგანს ეკითხება: – გათხოვილი ბრძანდებით, ქალბატონო? – დიახ. – შვილები გყავთ? – მყავს. – როდის იმშობიარეთ? – პირველი შვილი ოცი წლისამ გავაჩინე, მეორე კი – ორმოცდასამი წლისამ. – ამ ხნის მანძილზე თავს როგორ იცავდით? – მუშტებით, ექიმო, – დაუფიქრებლად უპასუხა პაციენტმა.

15. სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელებს მოხუცი პროფესორი უკითხავს ლექციას. – აბა, ვინ მეტყვის, ადამიანის რომელი ორგანოს წვერია ფოლადზე მაგარი? აი, თქვენ, ქალიშვილო, პირველი რიგიდან, უპასუხეთ ამ კითხვას! გოგონა წამოწითლდა და ჩაილაპარაკა: – ბოდიშს გიხდით, პროფესორო, მე არ მინდა, ამ კითხვას ვუპასუხო!!! – ეჰ, ქალიშვილო, ქალიშვილო… კარგი იქნება, თუ თქვენს წარმოსახვას მშვიდობიანი მიზნისკენ მიმართავთ. მე კი ფრჩხილის წვერს ვგულისხმობდი.
www.mastermindmentor.com            




               images.chron.com