ალცჰეიმერი

      ალცჰეიმერის დაავადება თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებით ინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონების კვდომას. ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს. ხასიათდება: კლინიკურად: – პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურადნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით, ქერქის სხვადასხვა ნაწილებში სენილური ბალთებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების ფორმირებით. დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელთხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით რაც საბოლოოდ უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე. მისი სიმპტომები გამოიხატება სიტყვების მოძებნისა და სხვა ადამიანების მეტყველების გაგების გაძნელებაში. გუნება-განწყობილებისა და პიროვნული თვისებების ცვლილებებში. მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰeიმერის დაავადება. აშშ-ში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%- აქვს ალცჰeიმერის დაავადების დიაგნოზი.
            ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილია, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინის წარმოქმნისათვის აუცილებელ ფერმენტს.  აცეტილქოლინი მიეკუთვნება ნეირომედიატორს  - ნივთიერებას, რომელიც  ამგზნებ ნერვულ იმპულსებს გადასცემს ერთი უჯრედიდან მეორეს და მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში. 
          ალცჰეიმერის დაავადება იწვევს ტვინის სხვადასხვა ფუნქციის გაქრობას. ავადმყოფს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე მოვლენები. იკარგება ყველაზე ახლობელი ადამიანების ცნობის, აზროვნების, ურთიერთობის უნარი და მას მუდმივი მეთვალყურეობა ესჭიოება. დაავადება თავს მოხუცებულობის ასაკში იჩენს თავს (სადღეისოდ ალცჰეიმერის ათვლის წერტილი 55 წელია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც)



კონკრეტული სიმპტომები

                                                     
ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია: მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების თანდათანობითი დაქვეითება, აზროვნების პროცესისა და დასწავლის უნარის შეფერხება, დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში, სწორი სიტყვების შერჩევის გაძნელება, პიროვნების შეცვლა, ურთიერთობების გაძნელება. დემენციის სიმპტომები თანდათანობით პროგრესირებენ და საბოლოოდ ავადმყოფი სრულიად კარგავს საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლის უნარს და იღუპება. ფსიქიკის დეგრადაციის პროცესი გრძელდება წლები და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.


ალცჰეიმერის აღმოჩენა



            გასული საუკუნის დასაწყისში გერმანელი მანდილოსანი აუგუსტა . სამუდამოდ შევიდა ნეიროფსიქიატრიული მეცნიერების ისტორიაში მას შემდეგ, რაც 1901 წელს, 51 წლის ასაკში ფრანკფურტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. აუგუსტა .- ჰქონდა მეტყველებისა და აზროვნების დეფიციტი, სმენითი ჰალუცინაციები და მოჩვენებები, ბოდვები და აგრესიული ქცევა. მას მკურნალობდა და შეისწავლიდა კლინიკის ექიმი ალოის ალცჰეიმერი (1864-1915), რომელიც 1903 წელს სამუშაოდ გადავიდა მიუნხენში იმ დროის ყველაზე გამოჩენილ ფსიქიატრთან, თანამედროვე სამეცნიერო ფსიქიატრიის ერთ-ერთ ფუძემდებელთან ემილ კრეპელინთან. 1906 წელს ავადმყოფი აუგუსტა . გარდაიცვალა და მისი ტვინი გამოსაკვლევად გადაეგზავნა . ალცჰეიმერს მიუნხენში. ერთი წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა მორფოლოგიური კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც პაციენტის ტვინში აღმოჩნდა პათოლოგიური ბალთები, ნეიროფიბრილარული გორგლები და არტერიოსკლეროტული ცვლილებები.
            მიუხედავად იმისა, რომ ჭკუასუსტობის თანმხლები აღნიშნული მორფოლოგიური ცვლილებები იმ დროისთვის უკვე კარგად იყო ცნობილი, 1910 წელს . კრეპელინმა თამამად შემოიღო ტერმინი "ალცჰეიმერის დაავადება" ადრეულ ასაკში (40-50 წელი) განვითარებული ჭკუასუსტობის აღსანიშნავად. თუმცა ამჟამად ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება ხანდაზმულობასთან დაკავშირებული (60-65 წელი) ჭკუასუსტობის აღსანიშნავადაც.




წყარო: ტომსონის და ტომსონის სამედიცინო გენეტიკა









ალცჰეიმერით დაავადებული ცნობილი ადამიანები