უცნაური მედიცინა


         სასწაულები ყველგან ხდება და გამონაკლისი არც მედიცინაა. ამ შემთხვევაში კი პაატარა გინეკოლოგიურ სასწაულებზე მოგიყვებით.
    უკრაინაში 66 წლის ქალბატონმა პირველი შვილი გააჩინა. მიუხედავად დედის ასეთი ასაკისა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონა 3 კგ. და 300 გ. იწონის და 53 სმ.-ია. ბავშვის დაბადების შესახებ განაცხადა ჩერნიგოვოს სამშობიარო სახლის მთავარმა ექიმმა ვასილი გუსაკმა. დღეისათვის, ეს ქალბატონი უკრაინაში და რუსეთში პირველი ქალია, რომელმაც ამ ასაკში შვილი გააჩინა. “ეს პირველი შემთხვევაა უკრაინაში, და რუსეთშიც, როცა ქალმა ამ ასაკში შვილი გააჩინა”, _თქვა გუსაკმა. მშობელიც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. თუმცა, დედის ასაკის გამო, ისინი დიდხანს იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
     მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დედა ინდოეთის მოქალაქე, რაჯო დევია, რომელმაც 70 წლის ასაკში გააჩინა შვილი. მისი მეუღლე კი 72 წლის ბალა რამია. წყვილი 55 წელია ერთადაა, თუმცა შვილი არ უჩნდებოდათ.
 ფეხმძიმობა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მოხდა. ქალბატონს გოგონა გაუჩნდა. მისი მეუღლის თქმით, მათი ასეთი ასაკი ბავშვის ბედზე ცუდ გავლენას არ მოახდენს, მათი გარდაცვალების შემთხვევაშიც კი. “ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს, ეს ჩვეულებრივი რამაა სოფელ ხარიანში. ამიტომ ბავშვის აღზრდა არ იქნება პრობლემა”, – თქვა ბალა რამიმ.

       რადგან გინეკოლოგიურ სასწაულებზე ვყვებით, კიდევ ერთი რამ მინდა მოგიყვეთ. ლვოვის რაიონში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა. 26 წლის უკრაინელმა მარიამ, რომელიც სიმაღლეში 90 სმ. და მხოლოდ 26 კგ. იწონის, სრულიად ჯანმრთელი შვილი გააჩინა.  მას ექიმებმა დაუსვეს ნანიზმის დიაგნოზი (ნანიზმი – ბერძნ. nanos ჯუჯა, ქონდრისკაცი, нанизм, карликовость). როგორც ცნობილია, ასეთი დიაგნოზის მქონე ქალს აღენიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რაც ხელს უშლის დაფეხმძიმებას. თუმცა დაფეხმძიმების შემთხვევაშიც, ბავშვის დაბადების შანსი პრაქტიკულად არაა.


      მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, რომ გაეკეთებინა აბორტი, მარიამ გადაწყვიტა ბავშვის დატოვება. მთელი 9 თვის მანძილზე იგი იმყოფებოდა სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ. და დაიბადა 2,8 კგ. და 49 სმ. გოგონა, ვერონიკა-ალინა.

მარიას ქმარი, ოლეგი, რომელიც 187 სმ. სიმაღლისაა, აღიარებს, რომ მათ კიდებ უნდათ ერთი შვილი. წარმატებები ოლეგს და მარიას…:)))




  რაიდთერაპია



           
                                                                                           რაიდთერაპია მედიცინის ერთ–ერთი სახეა.რაიდთერაპია წამლების გარეშე კურნავს ბევრ დაავადებას.  ”რაიდ”ლათინურად ჭენებას ნიშნავს,”იპო” კი ბერძნულად ცხენი გახლავთ, ამიტომ ცხენით მკურნალობას რაიდთერაპიასაც უწოდებენ და იპოთერაპიასაც.ეს მეთოდი პაციენტებს ისეთ მძიმე დაავადებებთან გამკლავებაში ეხმარება, როგორიც არის ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, პოლიომიელიტი, სკოლიოზი, გრძნობის ორგანოების დაზიანება, მხედველობისა და სმენის დარღვევა, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, ატაქსია, შიზოფრენია, აუტიზმი, ნევროზი, გულის იშემია…



         

      ჰიპოკრატე გახლდათ პირველი, ვინც იმის მტკიცება დაიწყო, ცხენზე ჯდომა დაჭრილებსა და ავადმყოფებს უფრო სწრაფად აჯანსაღებსო. მერე მელანქოლიკებს შეუჩნდა – რაშზე ამხედრდით და გახალისდებითო. დაკვირვებული კაცი იყო – შეამჩნია, რომ ჯირითი ადამიანს შავბნელი აზრებისგან ათავისუფლებდა და ნათელ ფიქრებს ჰგვრიდა.ცხენისა და ადამიანის ურთიერთობის მეცნიერული შესწავლა ევროპაში XX საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო. 









       ცხენი ადამიანზე ერთი გრადუსით თბილია. ეს უჩვეულო სითბო მის მხედარზე უებარი წამალივით მოქმედებს. ამის გამო იპოთერაპიის დროს პაციენტს საგანგებოდ უუნაგირო ცხენზე სვამენ (თუმცა მერნის სხეულის სიმხურვალეს მხედარი უნაგირიდანაც გრძნობს) – სითბური იმპულსები სხეულის ბუნებრივ მასაჟს ახდენს, კუნთებს ახურებს და სპაზმს უხსნის. გარდა სითბური ენერგიისა, ცხენი მხედარს წუთში 110 იმპულსს და მოძრაობათა მთელ სერიას გადასცემს: წინ, უკან, ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ… ეს იმას ნიშნავს, რომ ჭენებისას ადამიანს ყველა კუნთი უმუშავებს. ორგანიზმის ასე კომპლექსურად ვერც ერთი ტრენაჟორი ვერ დატვირთავს”დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ცხენი ერთდროულად მასაჟისტი, ფსიქოლოგი და ექიმი გახლავთ. ის ისეთ თვისებებს ფლობს, რომელთაც პაციენტი ვერც ერთ მედიკამენტსა თუ მკურნალში ვერ იპოვის”.
      საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლას აქვს საკუთარი თავლა, რომელიც ძნელად აღსაზრდელი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი – თუ ბავშვს დიდი ენერგია აქვს და უაზროდ ხტუნაობს, მოვიდეს და ცხენზე იჭენაოსო. მაგრამ მოუსვენარი ადამიანი ცხენზე ვერაფერს იზამს. რატომ? – იმიტომ რომ ცხენი ძალიან მგრძნობიარეა, ფრთხილი მართვა სჭირდება. თუ ცქმუტავ, არ დაგემორჩილება. ამიტომ ბავშვი იძულებულია მობილიზებული იყოს. თანდათან ეჩვევა და უვითარდება ჩამოყლიბებული ადამიანის თვისებები. ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია რომელიც რაიდთერაპიით ადვილად წყდება.



             ცნობილი იყო, რომ ნაპოლეონს ეპილეფსია ჰქონდა, მაგრამ ცდებოდნენ. საერთოდ, ეპილეფსიის დროს ადამიანი გონებრივად ჩლუნგდება. ნაპოლეონს კი საოცრად ძლიერი გონება ჰქონდა. იმპერტორის პირადი ექიმის ჩანაწერებიდან, შეიძლება დასკვნათ, რომ მას წმინდა სინო აუკულარული ბლოკადა ჰქონდა. გულის მუშაობისას ზედიზედ რამდენიმე ამოვარდნის შედეგად, ტვინში ჰემოდინამიკა იშლება, სისხლი აღარ მიდის და ადამიანი გონებას კარგავს. ამ დროს საჭიროა სიმპატიკუსის აღგზნება, ანუ ის რაც გულს ააჩქარებს. ნაპოლეონი გენიალური კაცი იყო და თავად მიხვდა რაც სჭირდებოდა – როცა ცუდად ხდებოდა, მოახტებოდა თავის თეთრ ცხენს, გააჭენებდა და მდგომარეობა უუმჯობედებოდა. ერთ-ერთი ბრძოლის წინა ღამეს ასეთი რამ დაემართა – შეატყო თავს რომ შეტევა ეწყებოდა, მოახტა ცხენს, გამთენიისას ბურუსში გააქროლა და ვერც კი შეამჩნია როგორ აღმოჩნდა მტრის ბანაკში, ცხენი მოატრიალა და სწრაფად გამობრუნდა (არადა, ნაპოლეონი მტრის ბანაკში ბრძოლის მოგების შემდეგ შედიოდა). ნამძინარევმა მტერმა იმპერატორი რომ დაინახა, იფიქრა ღამე დაგვიპყრესო და აიყარა მთელი ბანაკი. გათენდა, ნაპოლეონის არმია ბრძოლისთვის მოემზადა, მაგრამ ველი დაცარიელებული დახვდა.


   

       ალტერნატიული მედიცინა ძალიან დიდ როლს თამაშობს მრავალი ისეთი პათოლოგიის აღმოფხვრაში, რომლის მიმართ მედიცინა უძლურია. ამიტომ აუცილებელია ალტერნატიული მედიცინის მჭიდრო თანამშრომლობა თანმედროვე მედიცინასთან, ამგვარი მიდგომით გაცილებით იოლი შესაძლებელი იქნება ძველი თუ ახალი სნეულებების დამარცხება.    





ucnauri.com                                                                                                                                                                   




ალტერნატიული მედიცინა




         2006 წლის 21 აგვისტო, მომხმარებლები ტალახის თერაპიით ტკბებიან აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში. ცნობილია, რომ მინერალური ტალახი შველის საწყისი რევმატოიდული ართრიტის ტკივილს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს და ა.შ.                   



     



   ჩინელი კაცი, რომელიც რინიტზე მკურნალობს ფუტკრის შხამის საშუალებით. ფოტო გადაღებულია 2006 წლის 4 აპრილს, დასავლეთ ჩინეთში, შანხაის პროვინციაში. ამ კლინიკის ექიმი ფუტკრის შხამს იყენებს ართრიტის, რევმატიზმისა და რინიტის წინააღმდეგ.            




     


 Garra rufa obtusas- იგივე მკურნალი თევზები, შემოხვევიან პაციენტის ფეხს. ეს საკურორტო სასტუმრო დასავლეთ ტოკიოშია გახსნილი, სამკურნალო აბანო ათასობით თევზითაა სავსე. ამბობენ რომ ეს თევზები პაციენტების მხოლოდ მკვდარ კანს ჭამენ, ამით კი კანის სხვადასხვა დაავადებას კურნავენ.      





   

  ჟენგ მაშენგი, 66 წლის კაცი ხშირად იტანჯებოდა მუცლის ტკივილითა და ხველით.. 20 წლის წინ კი ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც ჩვეულებრივი ხის ბაყაყის შეჭმა ურჩია, ამის სანაცვლოდ მისი ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდებოდა. ჟენგი ასეც მოიქცა და იგი ახლა ჯანმრთელადაა. როგორც სურათზე ხედავთ, ბაყაყების დაგემოვნება სიამოვნებს კიდეც : )          






       


     გოგონა სპა მასაჟს იკეთებს გველების საშუალებით. ადა ბარაკი, ამ სპა სალონის მეპატრონე სამეფო გველებს იყენებს და ასევე სხვადასხვა ჯიშებს, მისი რწმენით გველების შეხება ადამიანს აწყნარებს.        






       


      მოჰმედ ემადი 41 წლის კაცი, კისრამდე ქვიშაშია ჩაფლული, ეს საივას ოაზისში ხდება, კაიროდან 700 კილომეტრის დაშორებით. აქ თვლიან,რომ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში ადამიანის ქვიშაში ჩაფლობა კურნავს რევმატიზმსა და სექსუალურ იმპოტენციას.





          კამბოჯაში ასეთ რიტუალს მიმართავენ, ეს ხბო 2009 წლის 20 აგვისტოს დაიბადა, იგი წმინდად იქნა მიჩნეული, რადგანაც ნიანგის ტყავით მოევლინა ქვეყანას. მკვდარ ხბოს ასხამენ წყალს და შემდეგ ამ წყალს სვამენ, ხალხი ფიქრობს, რომ ეს შველის რევმატიზმს და კიდევ რამდენიმე დაავადებას.







 

    ასევე კამბოჯელები იყენებენ სამკურნალოდ ძროხის შარდს, თვლიან რომ მას ზებუნებრივი ძალები აქვს. პრინციპში ეს კამბოჯელებისგან საკვირველი არაა, რადგან აქ ოჯახი დღეში დაახლოებით 1 დოლარით არსებობს, შესაბამისად ათასში ერთხელ თუ შეძლებენ ექიმთან მისვლას, უმეტესად თავიანთი სამკურნალო მეთოდების გამოგონება უწევთ.



ადამიანები, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ, უცნაური სენით არიან დაავადებულნი, რომელიც მეცნიერებისა და თანამედროვე მედიცინისთვის ამ დრომდე გამოცანად რჩება. 


  მენდი სელარსი: უზარმაზარი ფეხები…

33 წლის ბრიტანელ მენდი სელარსს დაუდგენელი მიზეზის გამო ყოველწლიურად ეზრდება ფეხები. ექიმები ერთადერთ გამოსავალს ორივე კიდურის ამპუტაციაში ხედავენ.
მენდის ფეხები სამჯერ აღემატება ტანს, მარცხენა ფეხი 13 სმ-ით გრძელია მარჯვენაზე, წვივი დეფორმირებული აქვს და 180 გრადუსით ამობრუნებული. ” 127 კილოგრამს ვიწონი, აქედან 95 კგ ჩემი ფეხების წონაა”- ჰყვება მენდი.
მენდის დაბადებისთანავე ექიმები ფიქრობდნენ, რომ 2 კვირასაც ვერ იცოცხლებდა: მისი ფეხები სხვადასხვა ზომისა იყო და აბსოლუტურად არაპროპორციული ტანთან შედარებით. თუმცა 18 თვის გოგონამ ყველასათვის მოულოდნელად გაიარა. ავადმყოფობის მიუხედავად მენდი სელარსი აქტიურ და შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა.



ვალერი ვერშინინი: კაცი”ვერცხლისფერი კანით”

უჩვეულო დაავადება აქვს ყაზანის მკვიდრ ვალერი ვერშინინს. 1973 წელს მას ექიმმა ქრონიკული სურდოს შესამსუბუქებლად უწყინარი ცხვირის წვეთები – პროტარგოლი გამოუწერა.
ამ წამლის პირველისავე ჩაწვეთების შემდეგ მამაკაცმა ბუნებრივი კანის ფერი დაკარგა და მოლურჯო- მოვერცხლისფრო შეფერილობა მიიღო, რამაც კინოფილმების გმირ უცხოპლანეტელებს დაამსგავსა. კაცს ხელებსა და მკერდზეც შეევერცხლა თმები.
გაოცებულმა ექიმებმა პაციენტს ანალიზების გაკეთება ურჩიეს. მხოლოდ ხანგრძლივი ამბულატორული გამოკვლევების შემდეგ პაციენტს ბუნდოვანი ”ვერდიქტი” გამოუტანეს: ”ვერ გავარკვიეთ, ალერგია გაქვთ, თუ არგეროზი. საქმე იმაშია, რომ ამ წვეთების შემადგენლობაში აზოტ-მჟავური ვერცხლი შედის, რომელიც რატომღაც თქვენმა ორგანიზმმა ვერ მიიღო”.
ვალერი ამ დიაგნოზის მიუხედავად ოპტიმისტურად არის განწყობილი. აქამდე თუ ჯანმრთელობას ხშირად უჩიოდა, ”გალურჯებ-გავერცხლისფერების” შემდეგ 30 წლის განმავლობაში სულ 3-ჯერ იყო გაცივებული.



 კრის სანდსი: გამუდმებით ასლოკინებს

24 წლის მუსიკოსი კრის სანდსი ყოველ 2 წამში ერთხელ ასლოკინებს. მან განკურნება ხან ხალხური მედიცინით, ხანაც ჰიპნოზით და იოგით სცადა, მაგრამ ამაოდ…. ექიმები ვარაუდობენ, რომ კრისს კუჭსა და საყლაპავს შორის გადასასვლელი მილი აქვს დაზიანებული.
სანდსი ერთ-ერთი როკ-ჯგუფის გიტარისტია, თუმცა წუხს, რომ ამ დაავადებამ მის კარიერას ხელი შეუშალა, რადგან სლოკინის გამო სიმღერას ვერ ახერხებს.

    ვრცლად